ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ადგილი დაკარგა

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კონსერვატორმა ლიზ ტრასმა პარლამენტში ადგილი დაკარგა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ცნობით, სამხრეთ-დასავლეთ ნორფოლკის ოლქში ლეიბორისტმა ტერი ჯერმიმ გაიმარჯვა, მან 11 847 ხმა მიიღო, ლიზ ტრასმა კი – 11 217.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ლიზ ტრასმა 26 195 ხმით გაიმარჯვა, ის ბრიტანეთის მთავრობას 2022 წლის 6 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები