ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ კეირ სტარმერს და „ლეიბორისტებს“ არჩევნებში გამარჯვებას

ვულოცავ კეირ სტარმერს და „ლეიბორისტებს“ არჩევნებში გამარჯვებას, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო იყვნენ და იქნებიან სანდო მოკავშირეები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა გააგრძელებენ თავისუფლებასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის და საერთო ღირებულებების დაცვას.

„მომავალ მთავრობას წარმატებებს ვუსურვებ როგორც საშინაო საქმეებში, ასევე მსოფლიო ასპარეზზე გაერთიანებული სამეფოს ლიდერობის განმტკიცებაში.

მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, უკრაინა-გაერთიანებული სამეფოს პარტნიორობის განმტკიცებას, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის საკითხებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„მადლობელი ვარ ჩემი კარგი მეგობრის, რიში სუნაკის და მისი ხელმძღვანელობით გაერთიანებული მთავრობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. Challenger-ის ტანკები, Storm Shadow-ის რაკეტები, ჩვენი პილოტებისთვის F-16-ებზე წვრთნა და პირველი ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება ჩვენი საერთო მიღწევებიდან მხოლოდ რამდენიმეა, რომელსაც უკრაინა არასოდეს დაივიწყებს. გმადლობთ, რიში“, – აღნიშნა ზელესკიმ.

აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს და თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღო.

„ლეიბორისტებმა“, ჯერჯერობით, თემთა პალატაში 326 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები