ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ცნობით, მოქალაქეებმა არჩევანი რეფორმატორ მასუდ პეზეშკიანსა და საიდ ჯალილს შორის უნდა გააკეთონ.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი კარდიოქირურგი მასუდ პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს – ის ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება.

რაც შეეხება საიდ ჯალილს, მას მკაცრი ანტიდასავლური პოზიცია აქვს.

ამასთან, საიდ ჯალილი ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელია, ის ცნობილია შეთანხმების აღდგენის წინააღმდეგობით, რომელმაც, მისი თქმით, გადალახა ირანის „წითელო ხაზები“.

ინფორმაციისთვის, მეორე ტური მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ ტურში, უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები