რობერტა მეცოლამ კირ სტრამერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კირ სტრამერს სოციალური ქსელ X-ზე მიულოცა.

„გილოცავთ კირ სტრამერ!

ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მრავალწლიან მეგობრობაზე.

როგორც მოკავშირეები და პარტნიორები, ჩვენ საერთო ინტერესშია მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება.“ – წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს და თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღო.

„ლეიბორისტებმა“, ჯერჯერობით, თემთა პალატაში 326 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები