ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 8-9 ივლისს რუსეთში ჩავა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთს 8-9 ივლისს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისას ტრადიციულად მეგობრული რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებისა და საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვა მოხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვის განცხადებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტს კრემლი „უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები