რუმინეთში 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

რუმინეთის მმართველმა კოალიციამ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღები განსაზღვრა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს, ხოლო საპარლამენტო არჩევნები 1-ელ დეკემბერს გაიმართება.

ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, ის 8 დეკემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ განიხილებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთად ჩატარების ვერსიაც, თუმცა საბოლოოდ სოციალ-დემოკრატები და ლიბერალები სამ თარიღზე შეთანხმდნენ.

მედიის ვარაუდით, სოციალ-დემოკრატები და ლიბერალები არჩევნების შემდეგ კოალიციის პარტნიორებად დარჩებიან, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში ცალკე კანდიდატებით იქნებიან წარდგენილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის არჩევნებში ისინი ერთიანი სიებით მონაწილეობდნენ და ხმების 48,6% მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები