უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 21 დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 22 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 21 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში 21 „შაჰედი“ ჩამოაგდო“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.

ინფორმაციისთვის, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის, კურსკის ოლქიდან გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები