ზელენსკი მზად არის ტრამპს შეხვდეს და აშშ-ის ყოფილი ლიდერისგან სამშვიდობო გეგმა მოისმინოს

თუ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აქვს გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების შესახებ, მან ამაზე დღესვე უნდა ისაუბროს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი, მან ეს დღეს უნდა გვითხრას. თუკი არსებობს უკრაინის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რისკები, თუ ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას – ჩვენ გვინდა ვიყოთ მზად ამისთვის, გვინდა ვიცოდეთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ის „პოტენციურად მზად არის“ შეხვდეს ტრამპს, რათა მოისმინოს მისი გუნდის წინადადებები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ.

„მათ არ შეუძლიათ ჩემი და ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების ცხოვრება დაგეგმონ. ჩვენ გვინდა გავიგოთ, გვექნება თუ არა აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა ნოემბერში, თუ მარტონი ვიქნებით“, – დასძინა ზელენსკიმ.

Politico-ს ცნობით, ტრამპი ფიქრობს რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეთანხმებაზე და იმაზე, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის შენარჩუნება შეუძლია მოსკოვს ომის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები