ნათია თურნავამ ფინანსური ტექნოლოგიების მასშტაბურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ციურიხში, ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ მასშტაბურ ფორუმში Point Zero Forum მიიღო მონაწილეობა, სადაც ფორუმის მონაწილეებმა ერთმანეთს ფინანსური ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობისთვის საჭირო უახლესი ინოვაციები გაუზიარეს, – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ საკმაოდ განვითარებული ფინანსური სისტემა შექმნა, სადაც წამყვანი ბანკები რეგიონში ფართოვდებიან. მისივე თქმით, ქართული ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან რეგისტრირებული, რაც აძლიერებს მათ საერთაშორისო სანდოობას.

“საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს პრაქტიკული მარეგულირებელი პოლიტიკის განხორციელებას, უახლესი ფინტექ-ინფრასტრუქტურის განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორობის გაფორმებას ფინანსური ინოვაციების გასაძლიერებლად”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები