„m&i Tbilisi 2024-ის“ფორუმის მონაწილეებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიღება გამართა

თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მონაწილეები ქართულ კულტურას გაეცნენ. ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, დამკვეთები და სერვისის მიმწოდებლები რუსთაველის თეატრში კონცერტს დაესწრნენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით საერთაშორისო ფორუმი 4 ივლისის ჩათვლით ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან.

ფორუმის მონაწილეები ეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეხვედრებს მართავენ ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები