საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაბა თამარისსა და სოფელ ნახიდურში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, დაბა თამარისში 260 გრძივ მეტრზე ასფალტბეტონის გზა მოეწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, სოფელ ნახიდურში კი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის გზა 540 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 755 000 ლარს შეადგენს.

„დღეს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაბა თამარისსა და სოფელ ნახიდურში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოვინახულე. პროექტის ფარგლებში, დაბა თამარისში 260 გრძივ მეტრზე ასფალტბეტონის გზა მოეწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. სოფელ ნახიდურში ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. ასფალტბეტონის გზა 540 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 755 000 ლარს შეადგენს. 2024 წელს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს უკეთეს საცხოვრებელ გარემოს შეუქმნის“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები