ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა

ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის მიმართულებით 91 ჭურვი და 50 დრონი გაუშვეს.

ამასთან, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, უკრაინის იერიშის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, ადმინისტრაციული შენობა, ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები