მინაშვილი: უეფას ოფიციალურ ვებგვერდზეც საქართველოს ნაკრების მიმართ განსაკუთრებული სითბოა

“საქართველოს ნაკრებზე ყველა აღფრთოვანებით ლაპარაკობს. თუნდაც უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე, ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მიმართ განსაკუთრებული სითბოა”, – ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა დათო მინაშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“ეს ყველაფერი დაიმსახურეს ბიჭებმა და გულშემატკივრებმა, რომლებზეც არანაკლებს საუბრობენ. არანაირი ინციდენტი ამ ხნის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით თურქების პროვოკაციას, ქართველებისგან არ ყოფილა. იყო ნამდვილი ქომაგობა, ნამდვილი გულშემატკივრობა და იგივე იყო სტადიონზეც”, – აღნიშნა მინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები