რევაზ ჩელებაძე: საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ესპანეთი დიდი გუნდია

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს წარმატების მისაღწევად, მაგრამ ესპანეთი დიდი გუნდია, ვფიქრობ, ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. თუმცა ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ – ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავედით და მერვედფინალში ვითამაშეთ.

მადლობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომ ასეთი ლამაზი დღეები გვაჩუქეს“, – განაცხადა რევაზ ჩელებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები