“ყველა საერთაშორისო-სავალუტო ინსტიტუტმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლის დასაწყისთან შედარებით” – ცუცქირიძე
“ყველა საერთაშორისო-სავალუტო ინსტიტუტმა, მათ შორის, სავალუტო ფონდმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლის დასაწყისთან შედარებით”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ ისაუბრა.
“არათუ ამ წელს, მომავალ წლებშიც ჩვენ, ყველა პროგნოზით, გვექნება რეგიონში და, შეიძლება, ევროკავშირიც ჩავთვალოთ, ყველაზე მაღალი ზრდის დინამიკა.
ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი არის ადგილობრივი წარმოება, ასევე, გაზრდილი სამუშაო ადგილები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაღალი ზრდა არის ბიზნესისთვის დამატებითი შემოსავლები, რაც ასევე აისახება ჩვენს შემოსავლებზე”, – აღნიშნა ცუცქირიძემ.