“საქართველოს ეკონომიკა უკვე მეოთხე წელია, სტაბილურად მაღალ ტემპებს ავითარებს” – იოსებ არჩვაძე
“საქართველოს ეკონომიკა უკვე მეოთხე წელია, სტაბილურად მაღალ ტემპებს ავითარებს და ის ამით პოზიტიურად გამოირჩევა არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ – გლობალური მასშტაბით”, – ამის შესახებ აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, იოსებ არჩვაძე.
“სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად, ნაციონალური გადაწყვეტილებები მიიღება ხელისუფლების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ, შენარჩუნებულია მშვიდობა და ეს ყველაფერი იძლევა იმ პოზიტიურ შედეგს, რაც შემდგომში გამოიხატება მაღალეკონომიკურ ზრდაში და მოსახლეობის შემოსავლების მნიშვნელოვან მატებაში”, – განმარტავს ექსპერტი.