გურამ კაშია: ძალიან მაგარი თავგადასავალი გამოვიდა ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის, მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ქართველს ვხედავთ

ძალიან მაგარი საფეხბურთო ენერგიაა ქვეყანაში და მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ქართველს ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.

„მე პირადად ძალიან მეამაყება, რომ ასეთი ბიჭების გვერდით ვთამაშობ. ძალიან კარგი ჩემპიონატი ჩავატარეთ, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპი იყო ძალიან საინტერესო, ძალიან მაგარი თავგადასავალი გამოვიდა ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის, ხალხისთვის. ძალიან მაგარი საფეხბურთო ენერგიაა ქვეყანაში და მიხარია, რომ ასეთი სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში და ამდენ გახარებულ ქართველს ვხედავთ.

პირველი ნახევარი ალბათ გეგმას მივყვებოდით და ძალიან კარგად გავართვით თავი, მეორე ნახევარში კიტეიშვილის დამტვრევის შემდეგ საერთოდ შეიცვალა თამაშის ხარისხი. კიტე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ჩვენთვის და სამწუხაროდ დაგვაკლდა მეორე ტაიმში“, – განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. მერვედფინალურ მატჩში ეროვნული ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები