ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, 21 ივნისს მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ დეპუტატებმა ალიევს მიმართეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.

დისკუსიის დროს დეპუტატებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები გაიმართება.

ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში ილჰამ ალიევმა მოიგო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ალიევის მეთაურის მეოთხე ვადა მხოლოდ 2025 წლის აპრილში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1-ელ სექტემბერს არის დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები