Politico: დებატებით პანიკაში ჩავარდნილი „დემოკრატები“ ჯო ბაიდენის ჩანაცვლების საკითხს განიხილავენ

„დემოკრატები” იმდენად პანიკაში არიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარუმატებელი დებატების გამო, რომ მის ჩანაცვლების საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამმა პოტენციურმა „დემოკრატმა“ კანდიდატმა დებატების განმავლობაში უამრავი ტექსტური შეტყობინება მიიღეს.

ერთ-ერთმა შესაძლო „დემოკრატმა“ საპრეზიდენტო კანდიდატის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მან მიიღო რამდენიმე შემდეგი შინაარსის შეტყობინება მნიშვნელოვანი დონორებისგან : “კატასტროფაა”, „პარტიამ რაღაც უნდა გააკეთოს“.

ამასთან, Politico-ს ცნობით, ერთმა მნიშვნელოვანმა დონორმა და ბაიდენის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ დროა პრეზიდენტმა დაასრულოს თავისი კამპანია.

მისი თქმით, ბაიდენის გამოსვლა იმდენად „ცუდი იყო, რომ არავინ მიაქცევს ყურადღებას ტრამპის ტყუილს“.

„ბაიდენი უნდა გამოეთიშოს, ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს”, – აღნიშნა დონორმა ტექსტურ შეტყობინებაში.

ინფორმაციისთვის, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები