მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა 27 ივნისისთვის უკვე გადააჭარბა წინა წლის ექსპორტის სრულ მაჩვენებელს
მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა 27 ივნისისთვის უკვე გადააჭარბა წინა წლის ექსპორტის სრულ მაჩვენებელს. მონაცემებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოდან 3.7 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა, გასული წლის მოცვის ექსპორტის სრულმა მაჩვენებელმა 3.4 ათას ტონა შეადგინა.
2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის ღირებულება 22.0 მლნ აშშ დოლარია. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 2.4 ათასი ტონით (2.9-ჯერ), ხოლო ღირებულება – 13.8 მლნ აშშ დოლარით (2.7-ჯერ) გაიზარდა“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.