რუსებმა ხარკოვის ოლქზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, დაშავებულია 9 ადამიანი

რუსულმა არმიამ ხარკოვის ოლქის ქალაქ დერჰაჩიზე საჰაერო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დერჰაჩის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ზადორენკო Telegram-ზე იუწყება.

„ტერორისტებმა საცხოვრებელ სექტორს დაარტყეს. ამ დროისთვის დარტყმის შედეგად 5 ადამიანია დაშავებული – ხანდაზმულმა მამაკაცმა და ქალმა ნამსხვრევებისგან ჭრილობები მიიღეს, ხოლო ორ ბავშვსა და ერთ ქალს მწვავე სტრესული რეაქცია აქვთ“, – აღნიშნა ზადორენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები