ნიგერში თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ნიგერის დასავლეთ ნაწილში, ბურკინა-ფასოს საზღვართან თავდასხმის შედეგად 20 სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტილაბერის რეგიონში თავდასხმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს.

მომხდარის შედეგად დაშავებულია 9 ადამიანი და დაზიანებულია ორი მანქანა.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვისას სამხედროებმა ათობით მებრძოლი მოკლეს. დანარჩენი თავდამსხმელების დასაკავებლად კი ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები