მარკ რუტე ნატოს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს

მარკ რუტე ნატოს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, – ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

„ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატოს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, რომელიც იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

იენს სტოლტენბერგმა მარკ რუტეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ნატოს საიმედო ხელში ტოვებს.

ინფორმაციისთვის, რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც იენს სტოლტენბერგის ვადა ამოიწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები