ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელუსოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სატელეფონო საუბრისას თავდაცვის მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, – განაცხადა პეტ რაიდერმა.

პეტ რაიდერმა აღნიშნა, რომ ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს 2023 წლის 15 მარტს ესაუბრა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები