ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ულტრაორთოდოქსმა მამაკაცებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ

ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ულტრაორთოდოქსმა მამაკაცებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისრაელის მთავრობას ულტრაორთოდოქსი იეშივა სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„რთული ომის მიმდინარეობისას უთანასწორობის ტვირთი მწვავეა, როგორც არასდროს“,- აღნიშნულია სასამართლოს მიერ ერთხმად მიღებულ დადგენილებაში.

ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისეთი კანონის არარსებობის შემთხვევაში, რომელიც ებრაელ სემინარიის სტუდენტებსა და სხვა წვევამდელებს ერთმანეთისგან განასხვავებს, ისრაელის სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა ულტრაორთოდოქსებზე ისევე ვრცელდება, როგორც ყველა სხვა მოქალაქეზე.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველ კოალიციაში ორი ულტრაორთოდოქსური პარტია შედის, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ისრაელის მთავრობისთვის გამოწვევა აღმოჩნდეს.

აღნიშნული პარტიების ლიდერებმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები