მაია სანდუ: ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია

ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე წერს.

„დღეს, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებენ. ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს მაია სანდუ.

ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებსა და ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები