ვლადიმერ პუტინი: სამხრეთ კორეის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დიდი შეცდომა იქნება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამხრეთ კორეა დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება უკრაინის ომის ზონისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ასევე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამხრეთ კორეის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მოეწონოს “, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, სეულს არაფერი აქვს სანერვიულო, როდესაც საქმე მოსკოვსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმებას ეხება.

„სამხრეთ კორეას, კორეის რესპუბლიკას სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან ჩვენს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით ჩვენი მხრიდან სამხედრო დახმარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრესია განხორციელდება ერთ-ერთი ხელმომწერის წინააღმდეგ.

რამდენადაც მე ვიცი, კორეის რესპუბლიკა არ გეგმავს აგრესიას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები