იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში კიმ ტონგ ოპს შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და იმერეთის შესაძლებლობებზე სხვადასხვა მიმართულებით.

სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა, მხარის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე, იმერეთში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე. ასევე ხაზგასმით ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე და გაფართოებაზე. დაგეგმილია ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქანის მშენებლობა, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მოემსახუროს ნებისმიერი ტიპის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდებს.

მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები