ჩეხეთში, ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა – დაშავებულია ცხრა ადამიანი

ჩეხეთში, ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

როგორც ჩეხეთის არმიის განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლიბავას პოლიგონზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მასალა აფეთქდა. დაშავებულების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენები ჩართეს. შემთხვევის მართვას სამხედრო პოლიცია ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები