ბრაზილიელი ქალები აბორტის აკრძალვის კანონპროექტის გამკაცრების წინააღმდეგ მსვლელობას მართავენ

ბრაზილიაში, ათასობით ქალი კონგრესში მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებს, რომელიც ორსულობის 22-ე კვირის შემდეგ აბორტს მკვლელობასთან აიგივებს და 6-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.

დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს სან-პაულოს მთავარ პაულისტას გამზირზე. მათ ამ კანონპროექტს ყველაზე რეპრესიული მიდგომა უწოდეს ქალთა რეპროდუქციული უფლებების მიმართ ბოლო ათწლეულების მანძილზე.
სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის ბევრი პენსიონერი და ბავშვი ქუჩაში სკანდირებდნენ: „ბავშვი არ არის დედა, მოძალადე არ არის მამა“.
ბრაზილიაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ გაუპატიურების, ნაყოფის დეფორმაციის ან დედის სიცოცხლეს საფრთხეში ჩაგდების შემთხვევაში. თუ ევანგელისტური კანონმდებლების მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი გახდება კანონი, ორსულობის 22 კვირის შემდეგ გაუპატიურების მსხვერპლთა მიერ აბორტები ჩაითვლება მკვლელობად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები