ნიკოლოზ გუდიაშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი

   თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ნიკოლოზ გუდიაშვილის საიუბილეო – 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კამერული მუსიკის საღამო გაიმართება. კონცერტში, რომელიც პარასკევს, 14 თებერვალს 18 სთ-ზე გაიმართება, კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ. საღამოზე ნიკოლოზ გუდიაშვილის ნაწარმოებები შესრულდება და მას მუსიკისმცოდნე დოდო გოგუა გაუძღვება. საქართველოს სახალხო არტისტი, კომპოზიტორი ნიკოლოზ გუდიაშვილი კომპოზიტორთა კავშირის წევრი და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეტი იყო. იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ნიკოლოზ გუდიაშვილი თავისი ნებით, მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში, სადაც მარუხის მისადგომებთან იბრძოდა. კომპოზიტორი, ძირითადად, სიმფონიური, კამერულ-საკრავიერი, კამერულ-ვოკალური, საგუნდო და საესტრადო მუსიკის სფეროში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები