Sky News: თურქეთი შვეიცარიაში დაგეგმილ სამიტზე მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობაზე განაცხადებს

FILE PHOTO: Turkish Foreign Minister Hakan Fidan attends a press conference, with Venezuelan Foreign Minister Yvan Gil Pinto (not pictured), in Caracas, Venezuela February 24, 2024. REUTERS/Leonardo Fernandez Viloria/File Photo

თურქეთი შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე ლიდერებს განუცხადებს, რომ შეხვედრა კიევისა და მოსკოვის მონაწილეობით უნდა გაიმართოს, რადგან ეს უფრო მეტ შედეგს გამოიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი თურქულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი მსოფლიო ლიდერებს სამიტზე შეუერთდება, რომელზეც რუსეთი არ არის მიწვეული, რათა გაიმეოროს თურქეთის მოწოდება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ.

როგორც Sky News-ი წერს, ნატოს წევრი თურქეთი ცდილობს, ომის დროს კიევთან და მოსკოვთან კარგი კავშირები შეინარჩუნოს და მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობას, ან შუამავლობას სთავაზობს.

„[ფიდანი] აღნიშნავს, რომ სამიტს, რომელსაც ყველა მხარე დაესწრება, შედეგის გამოტანის უფრო მაღალი ალბათობა აქვს“, – უთხრა წყარომ Reuters-ს.

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უწევს მას სამხედრო მხარდაჭერას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები