მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია – მიხეილ დუნდუა

“ეროვნულ ვალუტაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია, იმავდროულად, არის წლის დასაწყისთან შედარებით გაუმჯობესებული”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ ისაუბრა.

დუნდუას თქმით, ამის დასტურია მსოფლიო ბანკის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია.

“შესაბამისად, ფუნდამენტური ფაქტორები არის წესრიგში, მაღალ დონეზე და ლართან დაკავშირებული პრობლემები გამოწვეულია დროებითი, აჟიოტაჟური ფაქტორებით. ფუნდამენტურად, ეკონომიკაში პროცესები ძალიან კარგად მიმდინარეობს,“ – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები