15 და 16 ივნისს ქუთაისი გემო ფესტს უმასპინძლებს

გემო ფესტი ქუთაისში ბრუნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კულინარიული ფესტივალი იმერეთში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყობა.

ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.

ფესტივალში იმერეთიდან 18 მეწარმე და მზარეული მიიღებს მონაწილეობას.

გემო ფესტის ფარგლებში გაიმართება კონცერტი.

ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები