ედიშერ გვენეტაძე: უჩა აბაშიძის და მისი ცოლის შემდეგ რამე თუ გამაკვირვებდა, თურმე, სად ხარ – „ნაცაქტივისტი“ ნიკო მანაგაძე, საკუთარ დედას ამორალურს უწოდებს

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, ოპოზიციონერი აქტივისტის, ნიკო მანაგაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკუთარი დედისთვის ამორალურის წოდება, ნეოტროცკიზმსაც კი სცილდება.

მისივე თქმით, მანაგაძე სწორედ ის აქტივისტია, რომელიც მეხუთე კოლონის დავალებით, პრემიერ-მინისტრისთვის ლექციების ჩატარებაში ხელის შეშლას ცდილობს.

„უჩა აბაშიძის და მის ცოლის შემდეგ  სხვა რამ თუ გამაკვირვებდა… თურმე სად ხარ!

ახალგაზრდა ნაცაქტივისტი ვინმე ნიკო თუ ნიკა მანაგაძე, რომელიც მეხუთე კოლონის დავალებით პრემიერს უნივერსიტეტში ლექციების ჩატარებაში ხელს უშლის, საკუთარ მშობელს დედას, ამორალურს უწოდებს!

ეს უკვე აღარაფერში არ ჯდება…

თავად ნეოტროცკიზმსაც კი სცილდება!

ამას ჰქვია ტვინში, ქცევაში კატასტროფა!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები