აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 7 ივნისს, პარიზში უკრაინისთვის 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ CNN-ის კორესპონდენტი სოციალურ ქსელში იუწყება.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახლახან დაიწყეს შეხვედრა პარიზში თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. ბაიდენმა უკრაინისათვის 225 მილიონი დოლარის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფა გამოაცხადა, რისთვისაც ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა“, – განაცხადა CNN-ის კორესპონდენტმა.
Associated Press-ის ცნობით, პაკეტი მოიცავს:
- საბრძოლო მასალა HIMARS-ის რეაქტიული საარტილერიო სისტემებისთვის;
- ნაღმტყორცნების სისტემებსა და საარტილერიო ჭურვებს;
- რაკეტებს HAWK საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის;
- Stinger-ის ტიპის საზენიტო რაკეტებს;
- Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს;
- 155 მმ-იანი ჰაუბიცებს;
- ჯავშანტექნიკას;
- საპატრულო კატარღებს;
- ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და დამატებით სათადარიგო ნაწილებს.