თურქეთი საერთაშორისო ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილს გამოხატავს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ თურქეთი აგრძელებს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ძიებას სხვადასხვა პარტნიორთან სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის „ბრიქსთან.
ამასთან – კითხვაზე, სურს თუ არა თურქეთს ორგანიზაციაში გაწევრიანება, ფიდანმა უპასუხა: „გვსურს, რა თქმა უნდა, რატომაც არა?“
აღსანიშნავია, რომ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ დაესწრება „ბრიქსის“ შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას რუსეთშია დაგეგმილი.
ინფორმაციისთვის, თურქეთის სურვილს, დაუახლოვდეს საერთაშორისო ორგანიზაციას, რუსეთი მიესალმება.