გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები დანია, საბერძნეთი, პაკისტანი, პანამა და სომალი გახდებიან
გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები დანია, საბერძნეთი, პაკისტანი, პანამა და სომალი გახდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დღეს, 6 მაისს, გაეროს გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს ხუთ ახალ დროებით წევრს ფარული კენჭისყრის შედეგად, ორწლიანი ვადით აირჩევს.
აღსანიშნავია, რომ არჩეული სახელმწიფოები უშიშროების საბჭოში ადგილს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დაიკავებენ.
ამასთან, ხუთი ახალი სახელმწიფო გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს – აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და შარშან არჩეულ ხუთ დროებით სახელმწიფოს – ალჟირს, გაიანას, სამხრეთ კორეას, სიერა ლეონესა და სლოვენიას შეუერთდებიან.
ინფორმაციისთვის, დანია, საბერძნეთი, პაკისტანი, პანამა და სომალი მოზამბიკს, იაპონიას, ეკვადორს, მალტასა და შვეიცარიას ჩაანაცვლებენ.