„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირეს

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირეს.

“ჩვენ, შვიდეულის ჯგუფის (G7) ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან და მდგრად ზრდას. ღაზას მასშტაბით განაწილებისთვის და კრიზისის გრძელვადიანი დასასრულისთვის, ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებითა და ღაზას სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც მიგვიყვანს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტამდე.

ჩვენ მოვუწოდებთ „ჰამასს“, რომ დათანხმდეს ამ შეთავაზებას, რომლის განსახორციელებლადაც ისრაელი მზად არის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომლებსაც გავლენა აქვთ „ჰამასზე“, დაეხმარონ მათ ამის განხორციელებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები