კამალა ჰარისი შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტს დაესწრება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამალა ჰარისთან ერთად აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანიც იქნება.

„ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი 15 ივნისს გაემგზავრება შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში, რათა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის მშვიდობის სამიტში. ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ერთგულებას მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასა და გაეროს წესდების პრინციპებზე. ვიცე-პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის  მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ისინი იცავენ თავს რუსული აგრესიისგან. ვიცე-პრეზიდენტს სამიტზე შეერთებული შტატების წარმომადგენლად ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი შეუერთდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები