გერმანიაში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ შტატში წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის ქალის ცხედარი მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. სტიქიას ემსხვერპლა 42 წლის მოხალისე მაშველი.

ამასთან, წყალდიდობის შედეგად ქალაქ შორნდორფში, დატბორილი სახლის სარდაფში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ჩავიდა.

როგორც გერმანული მედია იუწყება, წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანია ევაკუირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები