პარიზში, ფრანგი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის მოწინააღმდეგეებმა კუბოები დადგეს, წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“

ფრანგი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის მოწინააღმდეგეებმა ქვეყნის დედაქალაქში აქცია-პერფორმანსი გამართეს. ამის შესახებ Deutsche Welle ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, აქციის ორგანიზატორებმა ეიფელის კოშკის წინ დადგეს 5 კუბო და ბანერი, წარწერით „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში“. კუბოებში თაბაშირით სავსე ტომრები იდო.

AFP წერს, რომ აქციის სავარაუდო ორგანიზატორები უკვე დაკავებულები არიან. ისინი ბულგარეთის, გერმანიისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. პარიზის პროკურატურა საქმეში „სავარაუდო უცხოურ ჩარევას“ იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები