იტალიაში, სამართალდამცველებმა 23 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს

 

იტალიაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, პოლიციამ 23 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა.

სამართალდამცველებმა ოპერაცია ქალაქ კანდიდონეში ჩაატარეს. პოლიციამ 285 კილოგრამი კოკაინი ამოიღო, დაკავებულია 40 წლის მამაკაცი.

კოკაინი ჩანთებში იყო მოთავსებული და საწვავის კონტეინერებში ჩამალული. მას საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ინახავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები