ორბანმა ბუდაპეშტში „მშვიდობის მარში“ მოაწყო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა რათა თავისი მხარდაჭერა დაეფიქსირებინა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისთვის ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.

დემონსტრაციაში, რომელსაც ორგანიზატორებმა „მშვიდობის მარში“ უწოდეს, მონაწილეობა მიიღეს ორბანის მხარდამჭერებმა მთელი უნგრეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც კი.

მათი მთავარი ლოზუნგი იყო „არა ომს“.

მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ორბანმა გაიმეორა თავისი თეზისი, რომ მისი პარტიისთვის დადგა დრო „მოახდინოს ბრიუსელის ოკუპაცია“ და მოახდინოს ევროპული მიდგომის ტრანსფორმირება უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბურ შეჭრას ებრძვის.

„ჩვენ შეგვიძლია თავი ავარიდოთ ომს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უნგრელი ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ მთავრობას. ჩვენ უნდა მოვიგოთ ევროპული არჩევნები ისე, რომ ბრიუსელის ბიუროკრატებმა შიშით გაგვიხსნან ქალაქის კარები და დაჩქარებული წესით დატოვონ თავისი კაბინეტები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები