ინდოეთში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 33 ადამაინი დაიღუპა
ინდოეთში, ბიჰარსა და ოდიშაში, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინდოეთში წელს ყველაზე ცხელი ზაფხულია. დედაქალაქში, ნიუ დელიში კი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 52,9 გრადუსი (127,22 °F) დაფიქსირდა. ინდოეთის მეტეოროლოგიურ სამსახურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ინდოეთში ტემპერატურა დაიკლებს, აღმოსავლეთ ინდოეთში მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.