ბაიდენი: ტრამპსაც აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს განაჩენი – ასე მუშაობს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ დონალდ ტრამპის შესახებ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ტრამპს ყველანაირი შესაძლებლობა მიეცა თავის დასაცავად.
„ნაფიცი მსაჯულები ხუთი კვირის განმავლობაში ისმენდნენ მტკიცებულებებს, რის შემდეგაც განაჩენი ერთსულოვნად გამოიტანეს და 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ყველას მსგავსად, ტრამპსაც აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს განაჩენი. ასე მუშაობს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა“, – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.