ერევანში გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 29 ადამიანი დააკავეს
ერევანში გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 29 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ათასობით მომიტინგე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდა.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, რასაც სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, საპროტესტო აქციაზე 29 პირია დაკავებული.