ილონ მასკი ტრამპის მრჩევლად დანიშვნის ბრალდებას უარყოფს

მილიარდერი ილონ მასკი საჯაროდ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის დონალდ ტრამპის მრჩევლად დაინიშნება.

ის ამის შესახებ X-ზე პოსტს ავრცელებს.

„პოტენციურად ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ არანაირი განხილვა არ ყოფილა“, – წერს მასკი X-ზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის მრჩევლად ილონ მასკის დანიშვნასთან დაკავშირებით პირველი ცნობა The Wall Street Journal-მა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები