სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოში განაცხადეს, პრემიერ-მინისტრი მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
რობერტ ფიცო ბანსკა-ბისტრიციდან დედაქალაქ ბრატისლავაში ვერტმფრენით გადაიყვანეს, მის საცხოვრებელ ბინასთან გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
ინფორმაციისთვის, 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში 59 წლის რობერტ ფიცოს თავს დაესხნენ. სლოვაკეთის პრემიერს ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.