ვიქტორ ორბანი: ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს
“ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს,” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ნატო, ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვითრევს ჩვენ, წევრ ქვეყანას, მსოფლიო ომში. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც მეხანძრე, რომელიც ხანძრის ჩაქრობას ცეცხლის გამშვები აღჭურვილობით ცდილობს“,- განაცხადა ორბანმა.
ამასთან, ორბანის თქმით, მოლაპარაკებები, რომლებიც დასავლური იარაღით უკრაინელი სამხედროებისთვის რუსულ ობიექტებზე თავდასხმის ნებართვას მოიცავს, „შემაშფოთებელია“ და ნატოს ომთან აახლოებს.
ინფორმაციისთვის, თვის დასაწყისში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ალიანსის გრძელვადიან გეგმაში უკრაინის დასახმარებლად.